20 იანვარს თბილისს რუსული ავიაგამანადგურებელები გადაუფრენენ
20 იანვარს თბილისს რამდენიმე რუსული ავიაგამანადგურებელი და ერთი სამხედრო-სატრანსპორტო ИЛ-76 გადაუფრენენ. სავარაუდოდ, საკითხი უკვე შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან. ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერს.
როგორც ალადაშვილი წერს, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ გამოჩენილან, ამჯერად კი, 10 იანვარს მათ საქართველოს საჰაერო სივრცე ჩრდილოეთიდან გადმოკვეთეს და ფრენა სამხრეთისკენ გააგრძელეს.
ირაკლი ალადაშვილი წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უმაღლესი საპილოტაჟო ჟგუფის „რუსსკიე ვიტიაზის“ შემადგენლობაში ირიცხებიან და ბაჰრეინში, საერთაშორისო საჩვენებელ ფრენებში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდნენ.
რუსული საბრძოლო თვითმფრინავები უკან 20 იანვარს, იგივე მარშრუტით დაბრუნდებიან.
კომენტარი