სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გაიგეგების საფრთხეს ქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს "გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანას ეხმაურება. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამინისტრო ისეთი რეგულაციების დაწესებას აპირებს, რომელთა პრაქტიკაში ობიექტურად განხორციელება, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

“გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულებაში ახალი ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითხოვს წინასწარ იქნას წარმოდგენილი დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის დეტალური მონეტარიზებული დოკუმენტაცია. ანუ, გარემოზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება იქნას ეროვნულ ვალუტაში გამოხატული. ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭირო მეთოდოლოგია სამინისტროს არ აქვს შემუშავებული. ზუსტი და ნათელი მეთოდოლოგიის გარეშე კი პროექტისთვის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის ობიექტური მონეტარული შეფასება წარმოუდგენელია. შედეგად შეფასებები განხორციელდება არა რომელიმე კონკრეტული მეთოდოლოგიით არამედ, კონკრეტული შემფასებლების მიერ რაც რა თქმა უნდა გაზრდის სუბიექტივიზმს მათ საქმიანობაში. მსგავის სისტემა კორუფციის გაჩენის დიდ საფთხესაც შეიცავს.

აფბა მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და რესურსების მართვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ცვლილებების ნაჩქარევად დამტკიცება. პირველ ეტაპზე აუცილებელია, ამ დოკუმენტის საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში განხილვა. ის 20 დღიანი პერიოდი რაც სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული შენიშვნების მისაღებად, მსგავსი ტიპის მნიშვნელობის მქონე ცვლილებებისთვის ძალიან მცირეა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღონ სხვა პროფილის სამინისტროებმა, მათ შორის ენერგეტიკის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის თუ სხვა, რადგან სწორედ მათ დარგებში განსახორციელებელი პროექტებისათვის, ეს ცვლილებები სერიოზული შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100