სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: სენატორმა ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ოფიციალურად გაუგზავნა წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს

სენატორმა ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ოფიციალურად გაუგზავნა წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, შაჰინის და ტერნერის ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლაა.

მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.
ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არ დაშვება.
ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.
ასევე მიხარია რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა", - წერს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100