სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასჯელაღსრულების სისტემიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სისტემიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა. აღნიშნული განცხადების ტექსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათის თანახმად, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში „ბაბილო“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, რომელსაც აღმოაჩნდა სამსახურეობრივი საშტატო იარაღი.

ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში „ბაბილო“, სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო მასზედ განპირობებული სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა, იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა.

ამდენად, ოპერატიული განყოფილების ინსპექტორმა, იუსტიციის ლეიტენანტმა ნ.კ-მ ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ოფიცრის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის ლეიტენანტის ნ.კ-ს მიმართ, გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათის თანახმად, სავაჭრო ცენტრის „თბილისი ცენტრალი“ ტერიტორიაზე მდებარე სლოტკლუბში „ევროპა-ბეთი“ მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი (კონტროლიორი) ე.ჩ.

2013 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, ე. ჩ. იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრის „თბილისი ცენტრალი“ ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბში „ევროპა-ბეთი“, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბის მომსახურე პერსონალს.

ამდენად, ე. ჩ-მ ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის რიგითის ე.ჩ-ს მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100