სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბაჩო ახალაიამ 6–7 „კარზინი“ ვაშლის ფული არ გადაიხადა“ და... ჩავარდნილი სკამი „ტვ კავკასიაში“

ბაჩო ახალაიას დემონიზირებას ახალი მიმართულება მიეცა. იმედია, კბილაშვილის უწყება კარგად ჩაავლებს კბილს ახალ გარემოებას ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმეში: ამ ფაქტის მიხედვით ორი რამ იკვეთება:

ა) ბაჩო ახალაია ნამდვილად ჭამდა ხოლმე ვაშლს (შესაბამისად, სიცრუის გავრცელებისთვის შესაძლებელია, მისი ყოფილი თანაშემწე ქალბატონის დაკავება ან, როგორც მინიმუმ – სამსახურიდან გაშვება. აბა, რა ეგონა, რომ იტყუებოდა?)

ბ) ბაჩო ახალაია ვაშლს არათუ ჭამდა, ამალასთან ერთად ბაზარშიც დათარეშობდა, 6–7 „კარზინა“ ვაშლს არჩევდა, თან ჭამდა, თან აქეთ–იქეთ იყურებოდა და... რაც მთავარია, ფულს არ იხდიდა.

ეს ფაქტები ტვ „კავკასიის“ ეთერში გაჟღერდა, როცა პირდაპირ ეთერში ქალბატონმა დარეკა და განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე უნდოდა ეთქვა, მაგრამ რეკავდა და ვერ გამოდიოდა:

„ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აიღო ვაშლი, თავის ამალასთან ერთად, 6–7 „კარზინი“ ვაშლი აიღო და არ გადაახდია იმ ვაშლის ფული, დადიოდა, აქეთ–იქეთ იყურებოდა და ჭამდა ვაშლს...“, – ჰყვება აღშფოთებული ქალბატონი, რომელსაც, როგორც ამბობს, ეს სურათი დღესაც თვალწინ უდგას.

ქალბატონის ზარის შემდეგ გადაცემის წამყვანები საკმაოდ დაბნეულები და გაოცებულები ჩანდნენ, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ გაოცებისკან სკამიც კი ჩავარდა, რომელზეც ერთ–ერთი წამყვანი, ალეკო ელისაშვილი იჯდა...

ამ ზარისა და სკამის ჩავარდნის შემდეგ ჟურნალისტებმა გადაცემის გაძღოლა თითქოს ჩვეულებრივად გააგრძელეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ცალკე ზარის შინაარსი, ცალკე კი ჩავარდნილი სკამი სერიოზულობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა: ჟურნალისტები სიცილს ვერ იკავებდნენ და ამის გამო მაყურებელს რამდენჯერმე ბოდიშიც მოუხადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100