სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა ახმეტაში - ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პოლიცია იცავს ბრალდებულის სახლსაც

ახმეტის რაიონში მკვლელობისთვის ძებნილი კაცის სახლს პოლიცია იცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაძლო შურისძიებისგან გაქცეული ბრალდებულის მარტოხელა დედას იცავენ.

ამ წუთებშიც ძებნის ოპერაცია ლაფანყურის ტყეში და ლოპოტას ხეობაში მიმდინარეობს. ეძებენ 32 წლის თაზო წიქარაძეს, რომელმაც ადგილობრივების თქმით, ბავშვობის მეგობარი, 29 წლის არჩილ გაწერიძეს ათამდე ტყვია სახეში ესროლა, კიდევ ერთ ადამიანს, გამშველებელს 52 წლის კახაბერ ზათიაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებს აქვთ ეჭვი, რომ მკვლელობის შემდეგ სავარაუდო დამნაშავემ სოფელი ტყის გავლით და ორი იარაღით დატოვა.

მკვლელობა ლუდსახარშის ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ბავშვობის მეგობრები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100