შემთხვევითი აღმოჩენები
,,Serendipity” – ეს სიტყვა
,,ბედნიერ
შემთხვევას”
ნიშნავს.
დღესდღეობით ტერმინი მოულოდნელად, შემთხვევით გაკეთებულ აღმოჩენას განსაზღვრავს. სერენდიფი
(Serendip) შრი
ლანკას
სპარსული
სახელია.
არსებობს
სპარსული ზღაპარი, რომელშიც სერენდიფის სამი პრინცი მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებს შემთხვევითობის და გამჭრიახობის წყალობით. ტერმინის ეტიმოლოგიასაც ეს ფაქტი უდევს საფუძვლად.
ეხლა
კი
აღმოჩენებს
დავუბრუნდეთ.
1. პენიცილინი – Penicillin
,,როდესაც
მე
გავიღვიძე
1928 წლის
28 სექტემბერს,
ნამდვილად
არ
ვგეგმავდი მედიცინაში რევოლუციის მოხდენას მსოფლიოს პირველი ანტიბიოტიკის გამოგონებით” – წერდა სერ ალექსანდრე ფლემინგი (Sir Alexander Fleming), ცნობილი შოტლანდიელი მიკრობიოლოგი, ფარმაკოლოგი და მკვლევარი, რომლის ლაბორატორიაც სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ?) ხშირად უსუფთაო იყო. იმ პერიოდში ის გრიპის ვირუსს იკვლევდა. ფლემინგმა შეამჩნია სტაფილოკოკებში გაჩენილი ობი, რომლის ახლოსაც მდებარე ბაქტერიები განადგურებული იყო, შორს მდებარე ბაქტერიები კი ისევ განაგრძობდნენ არსებობას. რა თქმა უნდა ფლემინგს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მან ნივთიერებას ,,პენიცილინი” უწოდა და 1929 წლის 7 მარტს პირველი ანტიბაქტერიული პრეპარატი ბაზარზე გამოვიდა.
2.წებოვანი ფურცლები – Post-It Notes
იდეა
ეკუთვნის
ართურ
ფრაის
(Arthur Fry). 1974 წელს იგი ასეთ ფურცლებს ეკლესიის ქოროში სიმღერისას ფსალმუნების ჩასანიშნად იყენებდა. მას სმენოდა 1968 წელს კომპანია
3M-ის
მუშის
სპენსერ
სილვერის
(Spencer Silver)
აღმოჩენის
შესახებ
წებოვან
ფურცლებთან
დაკავშირებით,
თუმცა
არანაირი განცხადება ამ პროდუქტის წარმოებაზე ფრაიმდე არავის გაუკეთებია. თავიდან 3M კომპანია
სკეპტიკურად
იყო
განწყობილი
იმასთან
დაკავშირებით,
თუ
რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს პროდუქტი, მაგრამ 1980 წელს მაინც გამოუშვა ის ბაზარზე. დღესდღეობით, 3M-ის წებოვანი ფურცლები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
3. სლინკი – Slinky
1943 წელს
სამხედრო-საზღვაო
ფლოტის
ინჟინერი
რიჩარდ
ჯეიმსი(Richard
James) ცდილობდა
გამოეგონებინა
ზამბარა,
რომელიც
გაამაგრებდა
და
წონასწორობას შეუნარჩუნებდა მაღალი მგრძნობელობის აღჭურვილობას გემზე. ერთერთი ზამბარა თაროდან იატაკზე გადმოვარდა და მოძრაობა გააგრძელა. ჯეიმსს სათამაშოს შექმნის იდეა მოუვიდა თავში. მისმა მეუღლე ბეთიმ (Betty) სახელიც მოიფიქრა – ,,Slinky”, რაც ,,დრეკადს” ნიშნავს. ამ სათამაშოს დებიუტი შედგა 1945 წელს და საათნახევარში 400 ცალი გაიყიდა.
დღესდღეობით
250 მილიონზე
მეტი სათამაშოა გაყიდული.
4.სიმინდის ბურბუშელა -
1894 წელს
ჯონ
ჰარვი
კელოგი
(John Harvey Kellogg) იყო მიჩიგანის ერთერთი სანატორიუმის ხელმძღვანელი. ის და მისი ძმა უილი (Will)მკაცრი ვეგეტარიანული დიეტის მომხრეები იყვნენ.ერთ დღეს უილს სახლიდან გასვლისას შემთხვევით დარჩა წამოდუღებული ხორბალი, რომელიც მისი დაბრუნებისთვის უკვე გამხმარი იყო. ძმებმა პროდუქტის გადაგდება არ იჩქარეს, ეს მასა გააბრტყელეს, დაჭრეს პატარა, თხელ ნაჭრებად და დაბრაწეს. ეს კერძი სანატორიუმის დამსვენებლებსაც გაასინჯეს. კერძმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. პროდუქტი
დააპატენტეს
,,Granose”-ის
სახელით.
ძმებმა
სხვა
მარცვლეულიც
სცადეს,
მათ
შორის სიმინდის მარცვალი (ინგლ. corn – სიმინდის მარცვალი , flakes – ბურბუშელა) და
1906 წელს
უილმა
შექმნა
კომპანია
,,Kellogg” , რომელიც
ჰყიდდა
სიმინდის ბურბუშელას. ჯონმა უარი თქვა ძმასთან თანამშრომლობაზე, რადგან უილი ბურღულს შაქარს უმატებდა, რაც მავნებელი იყო ჯანმრთელობისთვის.
5. მოვარდისფრო-ლილისფერი – Mauve
1856 წელს
ცნობილი
ინგლისელი
ქიმიკოსი
სერ
უილიამ
ჰენრი
პერკინი
(Sir William
Henry Perkin), რომელიც მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო, ცდილობდა შეექმნა ხელოვნური ქინაქინა. ნივთიერების მოულოდნელად გაჩენილი ნარჩენის ფერმა მიიპყრო მისი ყურადღება. ეს იყო პირველი ანილინის საღებავი – პერკინის
(ზოგჯერ
უწოდებენ
,,ანილინის”)
მოვარდისფრო
ლილისფერი.
ქიმიკოსის მიერ საღებავების მწარმოებელი კომპანიისთვის შეთავაზებულმა იდეამ ეწარმოებინათ ასეთი ფერის საღებავი, ისეთი წარმატება მოიტანა, რომ პერკინსის ბიოგრაფმა მისი ნაშრომისთვის შეარჩია სათაური ,, მოვარდისფრო ლილისფერ”. დღესდღეობით, რათქმაუნდა ამ ფერის სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს.
6. დინამიტი – Dynamite
ცნობილმა
შვედმა
ქიმიკოსმა,
ინჟინერმა
და
საბრძოლო
მასალების
მწარმოებელმა ალფრედ ბერნარდ ნობელმა (Alfred Bernhard Nobel) ჰამბურგში
(გერმანია) ყოფნისას შეამჩნია, რომ კონტეინერიდან კონტეინერიდან ნიტროგლიცერინის ფხვნილის მცირე რაოდენობა გადმოიყარა და ნესტიან ნიადაგზე დაყრის შემდეგ კიზელგურს (ინფუზიურ მიწას) შეერია. ნიტროგლიცერინი ეს არის ასაფეთქებელი ქიმიური ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ნატრიუმის მჟავის, გოგირდისა და გლიცერინის ნარევს.ნობელმა შენიშნა, რომ ფხვნილი უფრო ადვილი გამოსაყენებელი გახდა. მან დააპატენტა ეს ნარევი 1867 წელს ,,დინამიტი;;-ს სახელით, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ,,ძალაუფლება”-ს ნიშნავს.
7. სახარინი – Saccharin
სახარინი,
უძველესი
ხელოვნური
დამატკბობელი, შემთხვევით იქნა აღმოჩენილი 1879 წელს რუსეთში
დაბადებული
მეცნიერის
კონსტანტინე
ფოლბერგის (Constantine Fahlberg) მიერ, რომელიც
მუშაობდა
ჯონს
ჰოპკინსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში (ბალტიმორი, მერილენდი). მას საუზმის წინ ხელის დაბანა დაავიწყდა. ქიმიურმა
ნივთიერებამ
, რომელიც
ფოლბერგს
ხელზე დაეწვეთა, გამოიწვია ის, რომ საუზმეზე მირთმეულმა პურმა უჩვეულოდ ტკბილი გემო მიიღო.
1884 წელს
ფოლბერგმა
მოიპოვა
პატენტი
და
სახარინის
გამოშვება
დაიწყო. თავიდან მასზე დიდი მოთხოვნილება არ იყო, მაგრამ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ,,Sweet N Low”-ს და დიეტური უალკოჰოლო სასმელების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.
8. ტეფლონი – Teflon
1954 წელს
ფრანგმა
ინჟინერმა
მარკ
გრეგუარმა
(Marc Gregoire) შექმნა პირველი ტაფა, დაფარული არა მიკვრადი ფისით, მას შემდეგ, რაც ცოლმა ურჩია მის ქვაბებზე ეცადა ის მასალა, რასაც გრეგუარი სათევზაოდ იყენებდა. დღეს ყველა ჩვენგანმა კარგად იცის მადამ გრეგუარის სახელი, ვინაიდან ტაფა ,,ტეფალი”
(,,Tefal”) მის
სახელს
ატარებს.
ამერიკაში
დამზადებული
ტეფლონით
დაფარული
პირველი
ტაფა
კი
მისურის
მკვიდრ მარიონ ტროზოლოს (Marion Trozzolo) მიერ იქნა გამოშვებული სახელით ,,ბედნიერი
ტაფა”
(,,The Happy Pan”).
9.რენტგენი – X-rays
1895 წელს
გერმანელი
ფიზიკოსი
ვილჰელმ
კონრად
რენტგენი
(Wilhelm Conrad
Rontgen) თავის
ლაბორატორიაში
კათოდის
სხივების
ტუბზე
მუშაობდა.
მან
ტუბი მთლიანად დაცალა ჰაერისგან, აავსო სპეციალური გაზით და მასში ძაბვა გაატარა. ტუბი განათდა. სინათლისგან თავის დასაცავად რენტგენმა თვალებზე შავი ქაღალდი აიფარა და მასში დაინახა ტუბიდან გამომავალი მომწვანო ფერის სინათლის სხივი. დამატებითი ექსპერიმენტების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ სხივს ბევრ სხვა ნივთიერებაში შეეძლო გავლა, ტოვებდა რა მყარი სხეულების ჩრდილს ფირზე.
მან სხივს X-Ray უწოდა (X – მათამატიკაში უცნობი სიდიდის აღმნიშვნელი, Ray – ინგლ. სხივი). მოგვიანებით მეცნიერმა თავისი გამოგონება ადამიანის სხეულზეც სცადა და ექსპერიმენტი საკუთარი ცოლის ხელზე ჩაატარა. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. შემორჩენილია სურათი, რომელიც რენტგენმა საჯარო ლექციაზე ალბერტ ფონ კოლკიერის ხელს გადაუღო 1896წელს. სურათზე მკაფიოდ სჩანს ძვლები და ბეჭედი. იმავე წლიდან, რენტგენის მეთოდს უკვე აშშ-ს კლინიკებში იყენებდნენ.
Ucnauri.com
კომენტარი