20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მოიმატებს დაძაბულობა ურთიერთობაში. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო
სიურპრიზები და განწყობის მკვეთრი ცვლილება გელით. დახმარებისთვის კოლეგებსა და მეგობრებს მიმართეთ. ზოგიერთი ვალდებულების შესასრულებლად ფანტაზია უნდა მოიშველიოთ.
ტყუპი
ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამონახოთ. კარგი დღეა ტექნიკურ საკითხებში გასარკვევად. რუტინას გულს ვერ დაუდებთ. შეიძლება გულგრილი გახდეთ მობეზრებული კავშირებისდამი.
კირჩხიბი
ემოციურ განწყობაზე მყოფმა შეიძლება ისეთი საქმეებიც კი შეასრულოთ, რომლებიც დაუძლეველი გეჩვენათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
ლომი
შედეგიანი დღე გელით, მაგრამ სირთულეების გარეშე საქმეებს ვერ დაასრულებთ. მეტად გაუფრთხილდით
ქალწული
გაგიჭირდებათ იმ საქმეების მოგვარება, რომელიც ყურადღებას და დეტალების დამუშავებას მოითხოვს. სიფრთხილე გმართებთ წამლებთან, სპორტულ ინვენტართან და ელექტრონივთებთან ურთიერთობისას.
სასწორი
მოიმატებს კონკურენცია და მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებათ. იყავით მეტად დაკვირვებული და სწრაფად იმოქმედეთ. დააკვირდით ახალი პარტნიორის თვისებებს.
მორიელი
კარგი დღეა კომპიუტერული და ტექნიკური ნივთების ასათვისებლად. გვერდით ისეთი ადამიანი დაიყენეთ, ვისაც ყველა სიტუაცია ენდობით.
მშვილდოსანი
დღეს საკმარისი ძალა გაქვთ, რომ ყველა საქმეს გაართვათ თავი. კარგი დღეა საქმიანი და სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის. წარმატება გელით სპორტულ სარბიელზე.
თხის რქა
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. სტრესულ სიტუაციაში პანიკაში ნუ ჩავარდებით, მარტივად იპოვით გამოსავალს.
მერწყული
აქტიური უნდა იყოთ და ზოგ შემთხვევაში არასტანდარტულადაც უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა დადებითი ემოციების გამოსახატავად ახლობლების მიმართ.
თევზები
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. ბიზნესმენი ნიშნები განსაკუთრებით აზარტულები არიან. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.
კომენტარი