მსოფლიო ბანკი მზად არის, სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს
ჩამოვედი აქ, რადგან საქართველოს მიმართ გამოვხატო ჩემი და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბორმა განუცხადა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სტიქიის ზონაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
როგორც მერსი ტემბორმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მზად არის, საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.
"ვფიქრობთ, რომ თქვენი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელით სწორად გაუძღვა სიტუაციას და გადაიდგა სწორი ნაბიჯები. მსოფლიო ბანკი მზად არის აღმოუჩინოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება საქართველოს. პირველ რიგში ჩამოვა ტექნიკური მისია, რომლებიც შეაფასებენ სიტუაციას. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობდნენ საქართველოში და ამ ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოვა აქ. ეს იქნება პირველი ნაწილი. თუმცაღა, ჩვენ ასევე მზად ვართ დახმარება აღმოგიჩინოთ ფინანსური და ტექნიკური სახით. ეს განხილული იქნება საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
კომენტარი