სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აფთიაქებში მარტო ისინი იყიდიან ფსიქოტროპულ წამლებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება" - ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს

"დაკავებულია ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი და ფსიქოტროპული წამლების ორი მთავარი იმპორტიორი!!! აფთიაქებში მარტო ისინი იყიდიან ფსიქოტროპულ წამლებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება! ადამიანების სიცოცხლით მოვაჭრეები ციხეში ჩაჯდებიან. მადლობა ვინც ამ საქმით დაინტერესდა და სამართალი აღასრულა! მოვერიეთ!!!!!!! გილოცავთ ხალხო, უამრავი ადამიანი გადარჩება და უამრავი ადამიანი დაიწყებს ახალ ცხოვრებას!" - წერს "ფეისბუქზე" აკა სინჯიკაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3 წლამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100