სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამზან კადიროვი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

კისლოვოდსკში 23 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, ერთი შეხედვით, სენსაციური განცხადება გააკეთა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა – მან განაცხადა, რომ ბოლო დროს პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს.

„მე მუდამ მსურდა, პოლიტიკიდან უმტკივნეულოდ წავსულიყავი. რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა, იყო რეგიონის ლიდერი, მაგრამ მე უკვე იმ ასაკს მივაღწიე, როცა პოლიტიკიდან წასვლა მინდა: დიდი ოჯახი მაქვს და მინდა, მის წევრებს უფრო მეტი ყურადღება დავუთმო“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ უამრავი ღირსეული ადამიანი ეგულება, ვისაც შეუძლია შეცვალოს, თუმცა, კონკრეტულად არცერთი პიროვნება არ დაუსახელებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100