სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დააკავეს ნაგავსაყრელის თანამშრომლები, რომლებიც ნაგავსაყრელიდან ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილი პროდუქტების რეალიზაციას

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე, ერთ-ერთი ნა­გავ­საყ­რე­ლის ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ქვე­მო ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან, სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დნენ, გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად გან­კუთ­ვნილ, სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი და ქსე­ლუ­რი სა­ვაჭ­რო მარ­კე­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბულ, მოხ­მა­რე­ბის­თვის უვარ­გი­სი და ვა­და­გა­სუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი­სა და სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რის სა­ნაც­ვლო­დაც იღებ­დნენ გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხებს. „საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი კერ­ძო პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი 1 105 კგ. სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ვა­და­გა­სუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი და 1 115 კგ. ვა­და­გა­სუ­ლი სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი­თა და მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100