გიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მძიმე დროს, უკრაინის ეკლესია აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გამოწვევებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ის ლოცულობს მიხეილ სააკაშვილისთვის და სჯერა სამართლიანობის გამარჯვების.
კომენტარი