სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავის წარმომადგენლობამ გარდაცვლილი კობი ბრაიანტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

26 იანვარს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, ქალიშვილთან და კიდევ 7 მგზავრთან ერთად ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.
შემდეგ, როგორც ვიცით, კობის ცოლმა შეიტანა სარჩელი კომპანია Island Express Helicopters– ის წინააღმდეგ, რომელის პილოტიც მართავდა ვერტმფრენს.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ FAA Island Express– ის საოპერაციო სერთიფიკატი არ აძლევდა მფრინავებს ფრენის უფლებას იმ დღის ამინდის პირობებში.

ახლა კი, გუშინ მფრინავის წარმომადგენლობამა ვანესას სარჩელით უპასუხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსარჩელის დაუდევრობა (ანუ კობი ბრაიანტის ) გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. ანუ კომპანიამ, მფრინავის წარმომადგენლობასთან ერთად სარჩელი გარდაცვლილი კობი ბრაიანტის წინააღმდეგ შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ TMZ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უამინდობას ავარიის ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ დღემდე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის დღეს, ამინდი არ აკმაყოფილებდა ფრენის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენი არასწორი მიმართულებით გაფრინდა და შემდეგ კატასტროფაც განიცადა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100