ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარსკვლავი ქალები
ამ სიაში ყველაზე ხმაურიანი და ტრაგიკული ისტორია ლეგენდარულ უიტნი ჰიუსტონს ჰქონდა, რომელიც ქმრის, ბობი ბრაუნის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო.
საშინელი მოპყრობის მიუხედავად უიტნის ქმარი მაინც უყვარდა, ამართლებდა და პატიობდა ყველაფერს. იტანდა ცემას, დამცირებას და ელოდა მისი ციხიდან დაბრუნებას ყოველთვის როცა ბობის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ან ჩხუბის გამო იჭერდნენ.
ამ ყველაფერმა 1992 წლიდან 2006 წლამდე გასტანა.
აღსანიშნავია, რომ დედის გზა გაიარა ჰიუსტონის ქალიშვილმა ბობი კრისტინამაც, რომელსაც მეგობარი ბიჭი, ნიკი გორდონი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ფულსაც პარავდა. 2015 წლის 31 იანვარს კი 22 წლის კრისტინა, დედის მსგავსად ნარკოტიკული ნივთიერებების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.
საყვარელი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახლდათ მომღერალი რიჰანაც. მართლია რიჰანა და კრის ბრაუნი არ დაქორწინებულან, მაგრამ კრისმა გოგონას გამწარება ამის გარეშეც მოახერხა. 2009 წელს დიდი სკანდალი მოჰყვა კრისის მიერ რიჰანას მანქანაში ცემის ფაქტის გახმაურებას.
მაშინ სასამართლომ ბრაუნს 180 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება მიუსაჯა და რიჰანასთან 50 მეტრის რადიუსში ყოფნა აუკრძალა, მაგრამ ეს პუნქტი კრისმა რიჰანას ნებართვით დაარღვია. შეყვარებულს ბოდიში მოუხადა და გოგონაც შეურიგდა მოძალადეს, თუმცა მათი ურთიერთობა საბოლოოდ მაინც დასრულდა, განშორების შემდეგ კი რიჰანამ გაიკეთა ტატუ „Never a failure, always a lesson“ (არანაირი შეცდომა, მხოლოდ გაკვეთილი)
ქმრისგან ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდა ალა პუგაჩოვას ქალიშვილი, მომღერალი კრისტინა არბაკაიტეც. საუბარია კრისტინას რიგით მეორე ქმარზე, ჩეჩენ ბიზნსემენ რუსლან ბაისაროვზე, რომელსაც რუსული მედია ტირანს ეძახის. კაცი ცოლზე მაშინაც კი ძალადობდა როდესაც კრისტინა ორსულად იყო.
ბოლოს როგორც იქნა მიიღო პრიმადონას ქალიშვილმა განქორწინების გადაწყვეტილება, თუმცა ამით ახალი პრობლემის წინაშე დადგა, რადგან ბაისაროვმა მათი ვაჟი, 11 წლის დენი ჩეჩნეთში წაიყვანა და დედას აღარ ანახებდა. ხანგრძლივი დავისა და სკანდალების შემდეგ გადაწყდა, რომ ბიჭი მამასთან იცხოვრებდა და არდადეგებს დედასთან გაატარებდა. ასეც მოხდა, დღეს კრისტინას სხვა შვილები აშშ-ში ცხოვრობენ, დენი კი ჩეჩნეთშია, სადაც კადეტთა კორპუსში სწავლობს, დედას კი არდადგებზე ხვდება.
ძალადობის მსხვერპლი ქალების სიაშია ამერიკის სექსიმბოლო კიმ კარდაშიანიც. მას ფიზიკურ შეურაცხყოფას პირველი ქმარი მუსიკალური პროდიუსერი დეიმონ ტომასი აყენებდა. ამის შესახებ კიმმა დეიმონთან განშორებიდან 6 წლის შემდეგ განაცხადა. „პოლიციაში დარეკვის კი არა ოჯახისთვის სიმართლის თქმისაც კი მეშინოდა, რადგან ქმარი მემუქრებოდა მოგკლავო“ - აღიარა კარდაშიანმა 2010 წელს.
ზემოდხსენებული ქალბატონებისგან განსხვავებით შეურაცხყოფის ატანა ორი ქმრისგან უწევდა ოსკაროსან კინოვარსკვლავ ჰოლი ბერისაც.
90-იან წლებში ბეისბოლისტი დევიდ ჯასტინი, რომელიც ჰოლის ქმარი 3 წლის განმავლობაში იყო მსახიობს ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრებდა, კინოვარსკვლვლავი გამუდმებით ელოდა საკუთარი ქმრის ხელით სიკვდილს.
დევიდ ჯასტინთან განქორწინების შემდეგ ჰოლი მომღერალ ერიკ ბენეს გაჰყვა ცოლად და ისევ არ გაუმართლა, რადგან პირველის მსგავსად მეორე ქმარმაც ასწია მასზე ხელი. ამან ისეთი დაღი დაასვა მსახიობის ცხოვრებას, რომ ერიკთან განშორების შემდეგ ჰოლიმ თვითმკვლელობაც კი სცადა.
რაც შეეხება მესამე ქმარს ოლივ მარტინესს, მას ცოლი არ უცემია, მაგრამ მიდრეკილია საჯარო ჩხუბებისკენ, აგრესიულია, სცემა ჰოლის ყოფილი შეყვარებული და არაერთხელ პაპარაცებსაც კი დასხმია თავს. სწორედ ამიტომ ჰოლი ბერი მესამე ქმარსაც შორდება, მათი განქორწინების საქმის განხილვა სასამართლოში უკვე დაგეგმილია.
რაც შეეხება მოძალადე ვასრკვლავებს ასეთი გახლავთ მელ გიბსონი, რომელმაც 30 წლიანი ოჯახი ლამაზმანი პიანისტის, ოკსანა გრიგორიევას გამო მიატოვა, 6 თვის შემდეგ კი ოკსანას ცემა დაუწყო. ქალმა ძალადობა ვერ აიტანა, გიბსონი მიატოვა და სასამართლოშიც უჩივლა. მოსამართლემ მსახიობს 400 დოლარი ჯარიმა, ფსიქოლოგთან სავალდებულო კურსები, საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის შრომა და ოკსანასთვის ყოველთვიურად 20 ათასი დოლარის გადახდა მიუსაჯა. კომპენსაციის სახით ყოფილმა საყვარელმა კინოვარსკვლავისგან დიდი სახლიც მიიღო და მათი შვილის სრულუფლებიანი მეურვე გახდა. გარდა ამისა მელ გიბსონმა ამ სკანდალის გამო დაკარგა კონტრაქტი სააგენტო William Morris Endeavor-თან.
კომენტარი