სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა ბაზარზე დანერგა ყველაზე სწრაფი განვადების ტიპი – „SMS განვადება“

თბილისი, 20 მარტი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, სრულიად ახლებური პროდუქტის – „SMS განვადების“ დანერგვის შესახებ განაცხადა. ბანკის მიერ წინასწარ დამტკიცებული „SMS განვადებით“ სარგებლობა შეუძლია ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს და მას, ვინც დაპორტირდება საქართველოს ბანკში. „SMS განვადებით“, მომხმარებელი ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას.

„SMS განვადებით“ სარგებლობა მარტივია. მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე მიუვა შეტყობინება, „SMS განვადების“დამტკიცების შესახებ, სადაც მითითებული იქნება ერთჯერადი კოდი. ამის შემდეგ, მომხმარებელი მივა იმ სავაჭრო თუმომსახურების ობიექტში, სადაც სურს კონკრეტული ნივთის თუ მომსახურების შეძენა, სასურველი ნივთის არჩევის შემდეგსავაჭრო ობიექტის წარმომადგენელს სთხოვს ნივთის ღირებულების „SMS განვადებით“ გადახდას, რისთვისაც გადახდის ტერმინალში ათავსებს საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს, კრეფს ნივთის ღირებულებას, გადახდის სასურველთარიღს და ბოლოს „SMS განვადებით“ მიღებულ ერთჯერად კოდს. ერთჯერადი კოდის შეყვანის შემდეგ „SMS განვადება“გააქტიურდება და შეძენილი ნივთი/მომსახურება მომხმარებლის საკუთრება გახდება. „SMS განავდების“ მაქსიმალური თანხა 5,000 ლარია, ვადა – 12 თვე. „SMS განვადების“ გააქტიურება, მომხმარებელს ერთჯერადი კოდის მიღებიდან, ერთი თვის ვადაში შეუძლია.

„SMS განავდების“ პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ასევე სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისჩამონათვალის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100