სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ელის ცენტრპოინტის მიერ დაუსრულებელ მშენებლობებს?

ცენტრ პოიტის დამფუძნებლებმა დექსუსთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რა ელის ცენტრპოინტის დაუსრულებელ მშენებლობებს და რა პასუხს სცემენ კომპანიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ არაშენებული ბინების მეპატრონეებს. ამ საკითხებზე ცენტრ პოინტის დამფუძნებელლა ინტერნეტგამოცემა კომერსანტთან ისაუბრა. Droni.ge commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს გთავაზობთ.

თქვენ და და რუსუდან კერვალიშვილმადექსუსსმათი აქტივების მართვის ხელშეკრულება შეუწყვიტეთ. რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ეს იყო უბრალოდ მოსალოდნელი თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თუ ეს იყო ნაადრევი შეწყვეტა? და თუ ეს იყო ნაადრევი, მაშინ რა გახდა ამის მიზეზი?

– ეს ხელშეკრულება შეწყდა 10 თვით ადრე. ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2013 წლის 31 დეკემბერს. შეწყვეტის მიზეზი გახდა ჩემი და „დექსუსის“ განსხვავებული ხედვები. მე წაგიკითხავთ წერილს, რომელიც მათ მივწერე დაახლოებით 2 თვის წინ. „ჩემს ხელთ არსებული მასალებიდან ჩანს, რომ „ცენტრ–პოინტს“ დარჩენილი აქვს აქტივების სახით დამთავრებულ და დაუმთავრებელ შენობებში კომერციული და საცხოვრებელი ფართები. ამხანაგობა „ღრმაღელე“–3 000 კვ.მეტრი, „ბათუმი–მაგნოლია“–7 000 კვ.მეტრი, „დიდი ხერხი“–6 000 კვ.მეტრი, “ბათუმი ბაგრატიონი“–1000 კვ. მეტრი, ბაკურიანი „მზიური ველი“–4 000 კვ.მეტრი, “ლიკანი“–1 600 კვ.მეტრი, “დიდი დიღომი“ –1000 კვ.მეტრი, „აღმაშენებლის 150“ – 900 კვ.მეტრი, “ხოშარაულის კინო“–1800 კვ.მეტრი, „ხოშარაულის სავაჭრო ფართი“ –1500 კვ.მეტრი, „ლუბლიანა“ –1600 კვ.მეტრი. ჩემი თხოვნაა მომხმარებელი, ვისაც ვერ აუშენდა ფართები, დავაკმაყოფილოთ არსებული ფართებით და უზრუნველვყოთ მათთვის ფართის გამოყოფა და ჩასმა 3 თვის ვადაში.

ეს ყველა შენობა, საერთო ფართი წარმოადგენს 30 000 კვ.მეტრს. რაშიც მომხმარებელს, რომ მიიღოს სრულყოფილი ფართი (გარემონტებული), 1 კვადრატულ მეტრზე უნდა დავამატებინოთ 200 აშშ დოლარი (ფასში შედის დღგ). ამით ვაკმაყოფილებთ კრწანისის 140 მომხმარებელს, ღრმაღელის 170 მომხმარებელს, ინვესტის –150, ხოშარაულის ნავის – 200 მომხმარებელს. სულ 705 კაცი. ჩარჩენილებით აყვანილი მყავს ციფრი 800–მდე, თუ ვინმემ გამოთქვა სურვილი ბინათმშენებლობის გაგრძელებისთვის, შეგვიძლია მეორე ნავი დავყოთ 8 სეგმენტად და გავაგრძელოთ მშენებლობა. მე ამ წინადადებას გიგზავნით იმიტომ, რომ ვერ ვხედავ შესაძლებლობას ერთი წლის ვადაში დაზარალებულთა საკითხი გადაწყდეს სხვანაირად.

„დიდ ხერხს“ უნდა დაემატოს 2 სართული, რომ მივიღოთ დამატებით 12 000 კვადრატული მეტრი ფართი, კონსტრუქციები ამას იტანს, დასკვნები არსებობს. შენობა დაემსგავსება შენობას და არა ფარდულს. სულ შემოსასვლელი თანხა იქნება 5.8 მილიონი აშშ დოლარი. 3.8 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება მშენებლობის ბოლომდე მიყვანას, რომ მივიღოთ სრულყოფილი პროდუქტი. თუ გინდათ ამას თქვენთან ერთად განვიხილავთ. თუ ამ საკითხზე ვერ აიღებთ ვალდებულებას, მაშინ შემატყობინეთ წერილობით 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წინადადებას ვაცნობებ ჩემს მომხმარებლებს მედიის საშუალებით და იძულებული ვიქნები თქვენთან დადებული ხელშეკრულება გავწყვიტო. პატივისცემით მაია რჩეულიშვილი“. მივიღე წერილი, რომლითაც მივხვდი, რომ ეს პირობები ძნელი შესასრულებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს გენერალური ხელშეკრულება მომეშალა ამ ხალხთან. სულ არის 6 200 კაცი კი არა, 705 ადამიანი. შემიძლია ეს ხალხი 2 თვის ვადაში დავაკმაყოფილო.

ობიექტები, რომლებიც ჩამოთვალეთ, 705 ადამიანის საკუთრებაა და გასაგებია, ამ ადამიანებს თამამად დააკმაყოფილებთ გადაბარების პროცესის შემდგომ, მაგრამ ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება?

– როგორც მე და ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, გადაბარების პროცესი დამთავრდება დღეს. ანუ ხელშეკრულება გაუქმებულია, გადაბარების პროცესი დასრულდება დღეს. თუ დავინახე, რომ ბიჭებმა მომცეს აბსოლუტურად უნაკლო ქონება, მაშინ მე ხელშეკრულების დარღვევისთვის ბიჭებს გადავუხდი ჩემს ნაკისრ ვალდებულებას, რასაც ითვალისწინებს 720–ე მუხლი.

ეს გასაგებია, მაგრამ თქვენს ჩამონათვალში არ შედიოდა გარკვეული ობიექტები, სადაც ადამიანები იხდიან კონკრეტულ თანხებს ამ თვეების განმავლობაში, ამ ობიექტებს რა ეშველება?

– მშენებლობის პროცესი შეჩერდა 3 დღით და შაბათს მთელი მშენებლობის პროცესი მთლიანად გაგრძელდება.

ანუ ობიექტებზე მშენებლობის არანაირი შეჩერება არ იქნება?

– კარგად განვუმარტავ მომხმარებელს: როგორც კი შეწყდა ხელშეკრულება, ამით გაჩერდა თანხების მოძრაობა, რომელიც აღდგება დღეს საღამოს და შაბათიდან მთელი სამშენებლო პროცესი განახლდება.

რა ფინანსური რესურსით მოხდება ამ ობიექტების დასრულება, იმ კონკრეტული თანხებით და შემონატანებით, თუ რაიმე სხვა ფინანსური რესურსით? მაგალითად, რამდენიმე ობიექტი ჩადებულია ბანკში, ასეთ შემთხვევებში რა მოხდება, ეს ფინანსური რესურსი საიდან უნდა მოიძიოთ თუ ეს ფინანსური რესურსი არის იმ ობიექტში, რომელშიც ახლა თქვენ შედიხართ?

– სადაც მე შევდივარ, ჩათვალეთ, რომ არის აბსოლუტურად საკმარისი, რომ დასრულდეს თითოეული ობიექტი. როგორც ვიცი, არც ერთ ობიექტზე ჩვენთან ბანკის სესხი არ არის. მე რომ გამოვედი „დექსუსიდან“, მას ჰქონდა „თიბისი ბანკის“, დავალიანება 1.2 მილიონი აშშ დოლარი დარჩენილი, რომ გაიყიდა „მედიკოსთა პროფკავშირის სახლი“, იქიდან 1.2 მილიონი აშშ დოლარი დაიხურა და „დექსუსს“ ბანკიდან შემდგომში კრედიტი აღარ აუღია. მე შევდივარ ფინანსურად აბსოლუტურად უზრუნველყოფილ ობიექტებში.

ანუ ფინანსები დარჩენილი ობიექტების დასამთავრებლად დღეს თქვენ გექნებათ იმისთვის, რომ ეს მშენებლობები არ გაჩერდეს?

– რასაკვირველია.

ობიექტების ცალკეულ ნაწილზე იყვნენ მომჩივანები, სასამართლოში მიდიოდა დავები, თუ დღეს ობიექტი არის დაყადაღებული ან მას გააჩნია სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, ეს საკითხი გარკვეული გაქვთ? სუფთაა ყველაფერი ამ კუთხითაც თუ ეს ვალდებულებები ისევ დარჩენილია?

– არა. ყველა ის სარჩელი, რომელიც შემოსულია სასამართლოებში, მთავრდება მორიგებით. აქედან გამომდინარე, ეს რესურსი მაძლევს საშუალებას, მოვრიგდეთ თითოეულ მომჩივანთან.

ამ ადამიანებს ხელახლა უნდა გაუფორმდეთ ხელშეკრულებები თუ როგორ მოხდება?

– არავითარ შემთხვევაში. ვისთანაც დადებულია ხელშეკრულებები „დექსუსის“ მართვის პერიოდში, ხელშეკრულება არის ძალაში, რადგან „დექსუსი“ დებდა ხელშეკრულებას „ცენტრ–პოინტის“ სახელით.

რა ვადაში ფიქრობთ, რომ მთელი ვალდებულებები, რომელიც გაქვთ, დაასრულოთ? გარდა ამისა, შემდგომშიცენტრპოინტისცხოვრება როგორი იქნება? თუ ახლა მაია რჩეულიშვილის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ამ კლიენტებს გაუსტუმროს ყველა ვალდებულება? ანუ თქვენი გეგმა რა არის?

– მე ვფიქრობ, რომ ჯერ შევასრულო რაც მე მაქვს დაკისრებული, შემდეგ გადავდგამ უკვე შემდეგ ნაბიჯებს.

კიდევ ერთი დეტალი ეს არის პროკურატურაში მომჩივანი ხალხის მიერ შეტანილი სარჩელები. ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს? ეს ინფორმაცია პროკურატურისგან არ არის ცნობილი. რა ეტაპზეა ეს საქმეები, რა ელოდება ამ საჩივრებს, ამ ადამიანების პრეტენზიების დაკმაყოფილებაც მოხდება და გამოვა ეს საჩივრები თუ თქვენი საქმის წარმოება პროკურატურაში ისევ გაგრძელდება?

– პროკურატურაში რომელი საჩივარიც არსებობს, მე ვიცი, რომ ეს არის სააკაძის მოედანზე. არის ამის პრობლემა. მე მაქვს სააკაძის მოედანზე ჩემი ვარაუდი, თუ უმარტივესად როგორ უნდა გადაწყდეს ამ ობიექტის შემდგომი ბედი. იქ წარმოიშვა ახალი ამხანაგობის ნაწილი, რომელსაც უფლებები მიეცა როგორც ახალ ამხანაგობას და ვთვლი, რომ ძალიან მარტივად ავუხსნი როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. მე მგონი ერთ–ერთი ყველაზე ადვილად გადასაწყვეტი პრობლემაა. მთავარია, ვნახო „დექსუსის“ საქმიანობა (ალბათ ეს 1 კვირაში გაირკვევა) და თუ ის იყო უნაკლო, ჩათვალეთ, რომ ამ დავის შემდეგ მე „დექსუსთან“ მექნება ფულადი ანგარიშსწორება. დანარჩენს თავიდან ბოლომდე ყველა ადამიანს დავაკმაყოფილებ.

ამ ობიექტის ჩაბარების ეტაპი ვადაში ხომ არ გადაიწევს?

– არც ერთი ვადა არ გადაიწევს იმიტომ, რომ ივანე ცაგურია (ივა არის ერთ–ერთი დამფუძნებელი) დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენთან, რომ ეს იყოს აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესი. მე ამით მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ როცა ვიღაცის მიმართ იწურება ნდობა ან გადადის სხვა ფაზაში, შეიძლება ისეთი გზები და საშუალებები იქნას გამონახული, რომ დანარჩენმა ადამიანებმა კომფორტული ცხოვრება გააგრძელონ.

ერთერთი თქვენი მომხმარებლის შეკითხვა შემოვიდა, რომელსაც აინტერესებს: „აქამდე არ გვიხდებოდა მისვლა, ისე ვიხდიდით თანხებს ბანკში. ახლა ბანკები შეიცვლება სხვადასხვა ობიექტებთან დაკავშირებით თუ როგორ იქნება?“

– ყველას შეუძლია გადახდა გააგრძელოს იგივე ფორმით. ცენტრალურ ოფისში არავითარი სალარო არ იარსებებს, როგორც ხდებოდა ფულის ტრანზაქცირება, გაგრძელდება ისევე.

– „დექსუსთანკლიენტებს შორის არსებული ყველა შეთანხმება არის ძალაში და არანაირი გადახედვა არ მოხდება, უბრალოდ თქვენ ორს შორის ხდება გადაბარების პროცესი და ეს კლიენტებზე არ აისახება გარდა იმისა, რომ ისინი მიიღებენ ბინებს?

– რასაკვირველია, ყველა მიიღებს ბინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100