სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

არ­ხო­ტის ხე­ო­ბის სამ სო­ფელს - ამ­ღას, ჭიმ­ღას და ახი­ელს დღეს 5 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი­ღა აცო­ცხლებს. რო­გორც ერთ-ერთი მათ­გა­ნი მე­უბ­ნე­ბა, ამ ზამ­თარს ხუ­თი­დან ორი - ბარ­ში მი­დის და თითო სო­ფელ­ში თითო კა­ცი­ღა დარ­ჩე­ბა. მარ­ტო­კა­ცი არ­ხო­ტის ხე­ო­ბის სა­ზღვრის­პი­რა ჭიმ­ღი­დან, 43 წე­ლია სამ­შობ­ლოს კარ­თან გუ­შა­გად დგას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წა­სას­ვლე­ლი აქვს, სო­ფელს მა­ინც არ ტო­ვებს. "შუქი არ გვე­ღირ­სა, გზა აქ არაა და ადა­მი­ა­ნი, მარ­ტოდ ვარ ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში, რა­ღაც არ მიშ­ვებს აქე­დან... ცა­რი­ე­ლა რო­გორ დავ­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა, რომ წა­ვი­დე, რა ეშ­ვე­ლე­ბა? რა­ღა­ცა არ მიშ­ვებს, იქ­ნებ ვი­ღა­ცა მო­ვი­დეს, იქ­ნებ, რამე გვეშ­ვე­ლოს... აქ ჩვე­ნი ნა­სახ­ლა­რია, წი­ნაპ­რე­ბის საძ­ვა­ლე, გა­ჭირ­ვე­ბით ვმა­რაგ­დე­ბით, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ, დარ­ჩა მთა მი­უ­ხე­და­ვი... მარ­თლა კა­ტორ­ღა მი­ვუ­სა­ჯე ჩემს თავს, მაგ­რამ სამ­შობ­ლოა და რაღა ვქნა? მე უნდა და­ვიც­ვა ისევ, ყვე­ლა რომ გა­ვიქ­ცეთ, ყვე­ლამ რომ მი­ვა­ტო­ვოთ, რა გა­მო­ვა?“- წუ­ხი­ლით მე­უბ­ნე­ბა პო­ე­ტი გიგ­ლა ოჩი­ა­უ­რი და მისი ნა­ამ­ბო­ბის გა­აზ­რე­ბით იმ გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის მო­ნა­წი­ლედ გხდის, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად აირ­ჩია. "არ­ხოტს პატ­რო­ნი არა ჰყავს“ - არა­ვი­ნაა ჩვე­ნი სოფ­ლის პატ­რო­ნი, შუქი არ გვე­ღირ­სა, გზა აქ არაა და ადა­მი­ა­ნი... ყვე­ლამ იცის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, მაგ­რამ თავს არა­ვინ იწუ­ხებს სამი სოფ­ლი­დან მარ­ტო ერთს - ჭიმ­ღას არ აქვს შუქი, ჰესი იმ­დენ დენს არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ყვე­ლას ეყოს. შე­მოდ­გო­მა როცა დგე­ბა, ყვე­ლა გა­მათ­ბო­ბელს რთავს და ითი­შე­ბა. სა­მი­ვე სო­ფელ­ში 5 ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი და ხუ­თი­ვე პენ­სი­ო­ნე­რი. დენი რომ არ წა­ვი­დეს, ერთ სო­ფელს უნდა გა­ე­თი­შოს და მე­ო­თხე ზამ­თა­რია, მე მი­თი­შა­ვენ. გამ­გე­ო­ბას შევ­თა­ვა­ზე, გრა­ფი­კი მა­ინც დაგ­ვი­წე­სეთ-მეთ­ქი, რიგ-რი­გო­ბით ჩაგ­ვირ­თან მა­ინ­ცა. გრა­ფი­კი რომ გვექ­ნე­ბა, გვე­ცო­დი­ნე­ბა და სო­ფე­ლი მო­ემ­ზა­დე­ბა, სიბ­ნე­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ არ და­ა­ტყდეს თავს. ვერც ამას აგ­ვა­რე­ბენ... არ­ხო­ტის ტე­რი­ტო­რია, მთე­ლი 100 ათა­სი ჰექ­ტა­რი მიწა 5 ადა­მი­ან­ზეა და შუქი არ გვაქვს. ამ­ღა­შიც ერთი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს, ახი­ელ­ში - სამი, აქე­დან ამ ზამ­თარს 2 ბარ­ში მი­დის და იქაც ერთი კა­ცი­ღა რჩე­ბა. ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, და­თხოვ­დნენ, ახალ­გაზ­რდე­ბი წა­ვიდ­ნენ, აბა, ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ვინ და­გიჯ­დე­ბა? სა­მან­ქა­ნე გზა მა­ინც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100