როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 მაისს ქუთაისში წვიმა და +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად წვიამიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით წვიმა და +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. სოხუმშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მესტიაში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც წვიმას და +23 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +25 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
+25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +14 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ქარი. თბილისში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარი.
კომენტარი