სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით შექმნილი პლატფორმა, სადაც განთავსებულია კომპანიის მიერ ამ დრომდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი.

პლატფორმის „ინიციატივა“ მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს მხარდაჭერა.

კომპანია „აჭარაბეთის“ მიზანია, თავად შექმნას პროექტები, პარტნიორებთან თანამშრომლობით და ინვესტიციით განახორციელოს ისინი. სწორედ ისეთი ინიციატივები, რომელიც კონკრეტული საჭიროებების მოგვარებაზე, მდგრადობაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, კომპანია აჭარაბეთი იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და შეაქვს საკუთარი წვლილი. ამ დრომდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ფინანსური წვლილის შეტანის კუთხით და წინ კიდევ ბევრი ინიციატივა გველის, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებს“ – განაცხადა „აჭარაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანია „აჭარაბეთისთვის“ სწორედ პასუხისმგებლიანი თამაშის ქცევის და ცნების დამკვიდრებაა. სწორედ ამ მიზნით „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმაზე „ინიციატივა“ -ზე განათავსებულია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია.

„ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პლატფორმაზე „ინიციატივა“ პასუხისმგებლიან თამაშთან ერთად, ყველა საინტერესო და საჭირო პროექტების შესახებ ვისაუბრებთ. „აჭარაბეთს“ ბევრი საინტერესო სიახლე ექნება მომავალში, რადგან არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ამასთან, პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება მუდმივად იქნება კომპანიის პრიორიტეტი“ -განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100