სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სატვირთო ავტომობილი ხალხმრავალ ადგილზე შევარდა - მსხვერპლთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა

30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტრაგიკულ შემთხვევას გვატემალაში. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც - წერს ადგილობრივი გამოცემა Virales Ecuador.

სატვირთო ხალხში მაშინ შევარდა, როცა ისინი სხვა ავარიის გამო იყვნენ შეკრებილები. 28 დაშავებული კლინიკაში ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ბოლო მონაცემებით იდენტიფიცირებულია 32 დაღუპული, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია.

გვატემალას პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100