"დოდოს უკვე შეუძლია საუბარი, ინტერესდება შვილის მდგომარეობით, თუმცა ჯერჯერობით სიმართლეს არ ვეუბნებით"
დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, დავით მუხიგულის ინფორმაციით, „დოდო გუგეშაშვილი ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, საუბარი შეუძლია, თუმცა სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკითხავთ“.
ამის შესახებ დავით მუხიგულმა საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა.
”გვითხრეს, რომ დოდო გუგეშაშვილი, რაც მთავარია მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, მაგრამ მაინც რჩება მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში. დააკვირდებიან ვითარებას და ალბათ, დღეს საღამოს, ან ხვალისთვის გადაიყვანენ პალატაში. კონტაქტური არის. შეუძლია საუბარი და ყოველთვის ინტერესდება შვილის მდგომარეობით. მკვლელის ვინაობა აბსოლუტურად არავისთან დაუსახელებია. არავისთან უთქვამს რა მოხდა, ან მასთან ვინ იყო შესული. სამართალდამცველების დაცვის ქვეშ რჩება”, - განაცხადა მუხიგულმა.
მისივე თქმით, „შვილის ამბავს ჯერჯერობით არ ეუბნებიან“.
კომენტარი