სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ლექსით თქმული სათქმელი: ტარიელ ჭანტურიას "მისთვის სიკვდილი!"

სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები,

და მათ ყმუილზე იბზარება ძველი ქვიტკირი,

ოპტიმალური ვარიანტი ჩემი ცხოვრების -

მხოლოდ სიკვდილი!

ვიმეორებ:

მისთვის სიკვდილი!

ავარდა კვამლი ღრუბლის ცისფერ სამრეცხაოებს!

ღარიბი დედა ჯაფას უძლებს ბალღის ტიტინით...

და ერთადერთი მართალი გზა ბიჭის ცხოვრების -

მისთვის სიცოცხლე!

ვიმეორებ:

მისთვის სიკვდილი!

ქართლის ტყეებში ძველებურად კრიფე მოცხარი!

კვლავ შეახიე ველურ ეკალს ბლუზა სატინის!

იცოცხლე ასე! ოღონდ სანამ გქვია ცოცხალი,

ერთი აზრი აქვს შენს სიცოცხლეს:

მისთვის სიკვდილი!...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100