იგდრასილი – სიცოცხლის ხე
სკანდინავიური მითოლოგია, მსოფლიო მითოლოგიის ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა, მითოლოგიის პერსონაჟები კი ორიგინალურობით გამოირჩევიან. ვიკინგები თვლიდნენ, რომ არსებობდა ყოვლის დამფარავი და დამკავებელი სამფესვა სიცოცხლის ხე, რომელსაც იგდრასილს ეძახდნენ. სიცოცხლის ხე სამყაროს განსახიერებაა, რომლის ერთი ფესვი ზესკნელშია, მეორე ქვესკნელში (ნიფლჰაიმში), მესამე - ტურსთა (ბუმბერაზთა) სამეფოში.
ხის ქვეშ ღმერთთა სამსჯავროა, ძირს – ჭა ურდარი, იქვე ცხოვრობს სამი ნორნი (წარსულის, აწყმოსა და მომავლის განსახიერება). მეორე ჭა მდინარეთა სათავეა, მესამე ფესვთან ცხოვრობს ბუმბერაზი მიმირი, ღმერთთა მრჩეველი. კენწეროზე ბრძენი არწივია, ტოტებზე – ოთხი ირემი, ძირს გველეშაპი ნიდეგრი. მათ შორის კი ამბავი ციყვს დააქვს. სკანდინავიური მითოსის თემატიკას ხშირად იყენებს თანამედროვე ხელოვნება – მუსიკა, კინემატოგრაფია და პუბლიკაში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
კომენტარი