მესი ისევ საუკეთესოა (ვიდეო)
23 წლის არგენტინელი, ლეონელ მესი უკვე მესამედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზისთვის ერთმანეთს მესი და რონალდო ეცილებოდნენ, თუმცა, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც თვითონ ლეგენდარული დი სტეფანო შედის, უპირატესობა მესის მიანიჭა, რონალდოს კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით მოუწევს თავის დამშვიდება.
კომენტარი