კახეთში შვილმა დედა მოკლა
საზარელი დანაშაული კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდა შვილმა დედა მოკლა. ქალს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი