სამ სასულიერო პირს ჯვარი აჰყარეს
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლთან დადებული პირობა სინოდმა შეასრულა და სამი სასულიერო პირი, რომლებსაც მრევლი უღირსად მიიჩნევდა, დასაჯა.
როგორც მრევლის წარმომადგენელი მიხეილ შველიძე “პირველ რადიოსთან საუბრისას აცხადებს, დაპირება ამ პირების დასჯას რამდენიმე დღეში ითვალისწინებდა.
ამის ნაცვლად, სინოდმა პირობა რამდენიმე საათში შეასრულა და სასულიერო პირებს ჯვარი ახსნა. ამ პირობის ასრულება მრევლს იმის იმედს აძლევს, რომ მეორე პირობაც შესრულდება და სექტემბერში, როცა სინოდი შეიკრიბება, მეუფე ვახტანგის საქმიანობის შესასწავლად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
შველიძის განცხადებით ერთი სასულიერი პირი რომელიც მრუშობაში იყო მხილებული მას სამუდამოდ შეუჩერეს ეკლესიაში მოღვაწეობის უფლება ორ მათგანს კი დროებით.
კომენტარი