ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ და კოლეჯი „სპექტრი“ ხელოსნების გადამზადებას იწყებენ
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ და კოლეჯმა „სპექტრმა“, ხელოსნების პროფესიული გადამზადების პროგროგრამა დაიწყეს.
„გორგიას“
40 პარტნიორი ხელოსანი კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიულ გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით
გაივლიან: ინტერიერისა და ექსტერიერის
მღებავი, დაბალი
ძაბვის ელექტრიკოსი და თაბაშირ-მუყაოს
სპეციალისტი.
სწავლება 10 აგვისტოდან
20 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტი გორგიას კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში
განხორციელდება. კომპანიას პროფესიულ კოლეჯ „სპექტრთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
აქვს გაფორმებული. სწავლება სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება.
პროფესიული მომზადების კურსის წარმატებული ხელოსნები, სახელმწიფო სერთიფიკატს მიიღებენ, რომელიც აღიარებულია ასევე ევროპულ
ქვეყნებშიც.
კომენტარი