სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კანდელაკი: თქვენ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრით

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, "ქართული ოცნების" მოღვაწეობის 100 დღის თავზე დაგროვდა კაშკაშა მაგალითების მთელი კასკადი, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ ხელისუფლება თავისი საქმიანობით საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
ამის შესახებ კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძალიანაც გამიხარდებოდა, რომ თქვენი მთავრობის 100 დღის თავზე გამეკრიტიკებინეთ არასაკმარისი წინსვლის გამო, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვსაუბრობთ რეგრესზე და უკანსვლაზე. უკვე დაგროვდა თვალშისაცემი და კაშკაშა მაგალითების მთელი კასკადი, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ თქვენ თქვენი საქმიანობით საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრით. ძნელია ყველა მაგალითი ჩამოვთვალო, მაგრამ პირველი მაგალითი არის რუსეთის ჯაშუშების გამოშვება ციხიდან და მათი გირებად შერაცხვა.

კიდევ ერთხელ მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ გსმენიათ რაიმე იური შკრილნიკოვის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ? ან რომელიმე უმრავლესობის წევრმა გამცეს ამ კითხვაზე პასუხი და მე მადლობელი ვიქნები. ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ აგდებული დამოკიდებულება, ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს მან შეძლო და დასავლეთი მოიგერია.

ბოლოს ეს არის ჩვენი ინიციატივის უარყოფა, საგარეო კურსის დაკანონებასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა ემსახურება საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანობის მყარი გარანტიების შექმნას", - განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100