“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება
კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის
(Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 29 აგვისტოს,
ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება, რაც ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება.
„დაახლოებით 7-8 კვირაა რაც ბრძოლისთვის ვემზადები,თავდაპირველად მომიწია ბევრი პატარ-პატარა ტრამვების გადალახვა,ამჟამად მზადება ძალიან კარგად მიდის, ასევე წონის კლებაც იდეალურად, ერთი ის დამრჩენია რომ ოქტაგონის დრო მოვიდეს, რომელსაც მოუთმენლად ველოდები, რადგან ვარ ძალიან კარგ ფორმაში და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ორთაბრძოლა. ბრძოლას რაც შეეხება, თავდაპირველად მგონია რომ დაზვერვითი რაუნდი იქნება, დავტესტავ რას გააკეთებს, მაინტერესებს რას დამიპირისპირებს, ალბათ თვითონაც იგივეს ეცდება, თუმცა მგონია რომ ჩემი საფირმო დარტყმისას დავიჭერ და მალევე დამთავრდება ბრძოლა.
ბარბოსაზე როგორც ამბობენ, უძლიერესი დარტყმა აქვს, მაგრამ არა მგონია რომ giga kick- სნაირი ფეხის დარტყმა ოდესმე მოხვედროდეს და იგივეს დავმართებ, რაც კაბს დაემართა.“ - განაცხადა გიგამ.
გიგას UFC-ში 6-0 ბალანსი აქვს, საიდანაც ბოლო ბრძოლა კაბ
სვანსონთან ფინიშით, პირველივე რაუნდში აქვს მოგებული.
გიგა არის პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში მიიღებს , მოგების შემთხვევაში გიგა ერთ ნაბიჯში იქნება საჩემპიონო ორთაბრძოლასთან
გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.
სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.
კომპანია “აჭარაბეთისთვის”
მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
კომენტარი