რუსეთში დაბადებული ჩვილით დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდი გახდა
პლანეტის მეშვიდმილიარდე მცხოვრები წუხელ, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ პეტროპავლოვსკში დაიბადა. ამის შესახებ ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობა იტყობინება. პლანეტის მეშვიდმილიარდე მცხოვრების დედას, მარინა ბოგდანოვას სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში უკვე გადასცეს. მანამდე გაეროს გამოცხადებული ჰქონდა, რომ პლანეტის მეშვიდმილიარდე წევრი კალინინგრადის ოლქში უნდა დაბადებულიყო.
ახალდაბადებული ჩვილი ბიჭია და მას ალექსანდრეს დაარქმევენ. ის მოსკოვის დროით 00.19 საათზე, სრულიად ჯანმრთელი, 3, 6 კგ წონით დაიბადა. ახალდაბადებულის დედა 22 წლისაა და საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. ალექსანდრე ოჯახში პირველი შვილია.
კომენტარი