სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: რუსთავში დაფიქსირებული ორმაგი მარკირების ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან

რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს მათ, რომ ეს არის სისხლის სამართთლის დანაშაული.

„როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქ გამოვლინდა გაყალბების სისტემური მცდელობა, კერძოდ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, ასევე რუსთავიდან: მანანა ჩიტაძე, რომელიც ასევე ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, ნინო ცერცვაძე, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას და დანიელ თუნგია, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე

მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებთ ყველას, დანაშაულს ექნება შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე ყველას ვაფრთხილებთ, თავი უნდა შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რუსთავში დაფიქსირებული ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომელბიც დგანან ამ სქემის სათავეში. რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100