adjarabet.com - ქართველმა პოკერის მოთამაშემ €21,000 და WSOP-ის ბეჭედი მოიგო
WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე ჩატარებული 6-MAX Deepstack ტურნირის გამარჯვებული, €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი გახდა. ქართველმა მოთამაშემ მთელი ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ბელგიელ არნე მარინუსთან ფინალური ჰედზაპის დაწყებამდე გელდიაშვილი ჩიპლიდერი გახდა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
ფინალური ჰედზაპი დიდხანს არ გაგრძელდა. ერთ-ერთ გათამაშებაში პრეფლოპ ექშენის შემდეგ ფლოპზე 6:diamonds:9:clubs:6:hearts: გაიხსნა. არნე მარინუსმა ოლ-ინი გააკეთა და გელდიაშვილისგან სწრაფი ქოლი მიიღო.
მარინუსმა Q:diamonds:9:spades:, გელდიაშვილმა კი K:diamonds:6:spades: გახსნა. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულის ტრიპსი თერნზე და რივერზეც საუკეთესო კომბინაციად დარჩა (6:diamonds:9:clubs:6:hearts: 8:diamonds:7:clubs:).
CHRISPAUL პირველი ქართველი მოთამაშეა, ვინც WSOP-ის ბეჭედს უცხოეთში გამართულ ღონისძიებაზე დაესაკუთრა. ბეჭედთან ერთად, ის პირველი ადგილისთვის €21 000-ს მფლობელიც გახდა.
იოსებ გელდიაშვილმა ბელგიის ელიტარული პოკერის ტურნირის საგზური აჭარაბეთის სატელიტებზე მოიპოვა. მის გარდა ბრიუსელში კიდევ 36 ქართველი იბრძოლებს მთავარი ღონისძიების €1,000,000-იანი საპრიზო ფონდისთვის. 35-მა მათგანმა საგზური adjarabet.com-ზე, სატელიტების საშუალებით მოიპოვა. 2 მოთამაშე კი აჭარაბეთის და cardplayer.ge-ის ერთობლივი აქციის - ტურნირთა ლიგის გამარჯვებულია.
WSOPC ბრიუსელის მთავარი ღონისძიება 25 მაისს აიღებს სტარტს და 4-5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართველების პროგრესს და სიახლეებს carplayer.ge-ის საიტზე და fb გვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.
Adjarabet.com-სა და WSOPC-ს შორის, 2017 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმის ფარგლებში კიდევ არაერთი ტოპ ღონისძიების საგზური გათამაშდება. ახლო მომავალში კი WSOPC თბილისის კიდევ ერთი მთავარი ღონისძიება ჩატარება იგეგმება.
კომენტარი