სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აღმოჩნდა

მსოფლიო მასშტაბით ყავა წყლის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადია, ამიტომ მილიონობით ადამიანს გაახარებს ის ახალი ამბავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

მეცნიერები 13 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 400 ათასი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთა ასაკიც 50-დან 71 წლამდე მერყეობდა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავის მიღება სიკვდილიანობის ასაკს დაბლა წევს. მამაკაცებში აღნიშნული ასაკი 10 პროცენტით, ქალბატონებში კი 15 პროცენტით მცირდება.

„ჩვენმა კვლევებმა უნდა დაამშვიდონ ყავის მოყვარულები, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თავდაპირველად ადამიანმა მთლიანად უნდა გამოიკვლიოს საკუთარი ორგანიზმი. რა თქმა უნდა ყავის დიდი რაოდენობით მიღებასაც აქვს უკუჩვენებები“, - განაცხადა მეცნიერმა ნილ ფრიდმანმა.

პროფესორი ჟან კონსტენტანი კი აღნიშნავს: „ყავა - კარგი ნარკოტიკია. ნარკოტიკი იმ მნიშვნელობით, რომ გამოკვეთილ დამოკიდებულებას იწვევს. კარგი კი იმ მაჩვენებლით, რომ იგი ერთადერთი ნარკოტიკია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ფსიქოლოგიურ ნგრევას არ იწვევს.“

დიეტოლოგი ჟან-პოლ ბლანი აღიარებს: „ყავა - ეს პირველ რიგში დიდი სიამოვნებაა. იგი არავითარ საშიშროებას არ უქმნის ადმაიანს არც ორსულობის დროს და არც სხვა დაავადებების არსებობს შემთხვევაში.“

პროფესორი ლორან შევალი კი დარწმუნებულია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავის მიღება ჯანმრთელობის პროფილაქტიკის მიზნით. „აუცილებელია სიფრთხილე, იმიტომ რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს ყავაში შემავალი გარკვეული ნივთიერებები თავს ესხმიან და აღნიშნულ დაავადებებს უფრო ამწვავებენ.“

მკველევარები კი აღნიშნულ შეხედულებას არ ეთანხმებიან. ისინი აღნიშნავენ: „თუ გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და ასთმის შემთვევაში სიკვდილიანობის ასაკი დაბლა იწევს, მაშის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში დღეში 5 ჭიქა ყავის მიღების შემთხვევაში სიკვდილიანობის ასაკი სტაბილურს უბრუნდება. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ყავით მკურნალობასაც კი გავუწიოთ რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ ყავის მოყვარული ადმაიანები ხშირ შემთხვევაში მწეველთა რიგებსაც კი მიეკუთვნებიან, სწორედ ნიკოტინი იწვევს რიგ დაავადებებს, რომლებსაც ყავასაც მიაწერენ. თუმცა, მსგავს სიტუაციებში ყავა სრულებით „უდანაშაულოა““.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100