სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა ქართველ ერს მშვიდობა, გამრავლება და გამთლიანება უსურვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ქართველ ერს მშვიდობა, გამრავლება და გამთლიანება უსურვა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ბუთხუზების, ჩაჩხიანების, ლაზარიაშვილების, ქობალიების და ამბროლაძეების გვარი დალოცა.

"ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე. ღმერთმა მოგვცეს მთლიანობა საქართველოსი. შეგახსენებთ, რომ დღეს არის რამდენიმე გვარის დალოცვა. ღმერთმა დალოცოს აქ ჩამოთვლილი გვარები. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. ღმერთმა ბევრი შვილები მოგვცეს. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენი გვარებიდან დიდი ადამიანები გამოვიდნენ", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100