სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე: საქართველოში შეუმოწმებელი ორგანიზაცია არ არსებობს

ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველოში შეუმოწმებელი ორგანიზაცია არ არსებობს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, დღეს ბიუროს სხდომაზე "მედიაპალიტრის" საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"ნამდვილად გავიზიარებდი შეშფოთებას, რომ გამეგო, რომ ფიზიკური პრობლემა შექმნა მედიაპალიტრის ფუნქციონირებას. მაგრამ იმ პირობებში, როცა არანაირი ფიზიკური შეფერხება ამ შემოწმებას არ მოჰყოლია, ვფიქრობ, ყველა უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს შეუმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის მედია", - აღნიშნა ბაქრაძემ.

სპიკერმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, მაგალითი აიღონ თავად "კვირის პალიტრის" ხელმძღვანელობისგან, რომელების სწორ შეფასებას აკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ბაქრაძის თქმით, არავინ ემუქრება პრესის თავისუფლებასა და არავინ აპირებს "მედიაპალიტრის" და სხვა მედიასაშუალებების შეფერხებას.

"არის სახელმწიფო ფუნქციონირების მეორე მხარეც: გადასახადებისგან თავისუფალი და შეუმოწმებელი საწარმოები, ნებისმიერ სფეროში, ამ სახელმწიფოში ვერ იარსებებს. საუბარია ჩვეულებრივ საგადასახადო შემოწმებაზე, თუ რაიმე ფორმით შეფერხდა მისი გამოცემა, მაშინ შეგვეძლება ამ საკითხზე ვიმსჯელოთ", - მიაჩნია ბაქრაძეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100