სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის საპატრიარქო გმობს "აფხაზური მიტროპოლიის" შექმნას

მოსკოვის საპატრიარქოს აზრით, აფხაზეთში ახალი მიტროპოლიის შექმნა აფხაზეთის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ ართულებს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განუცხადა.

„საეკლესიო კანონები ახალი მიტროპოლიების და მით უფრო ავტოკეფალიური ეკლესიების „საეკლესიო-სახალხო კრებებზე“ მიღებული გადაწყვეტილებების გზით შექმნას არ ითვალისწინებს, ხოლო „სახალხო თავშეყრის“ მონაწილეთა მიერ ეპისკოპოსების კანდიდატების წამოწევა კანონიკური წესებით საერთოდ აკრძალულია“, - განაცხადა ბალაშოვმა.

მისივე თქმით, „რუსეთის საპატრიარქო გაგებით ეკიდება აფხაზი ხალხის მისწრაფებას, საეკლესიო საკითხები მოაგვაროს, თუმცა სასულიერო ცხოვრებაში პოლიტიკური ვნებების შეტანა და განხეთქილება მორწმუნეებს შორის - აფხაზეთის ეკლესიის საკითხის ლეგიტიმურ გადაწყვეტას მხოლოდ აშორებს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100