როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
5 მაისს ქუთაისში +18 გრადუსი და მცირე ნალექი და ძლიერი ქარია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. უხვ ნალექს ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ფოთში უხვი ნალექი და +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმას და +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში + 18გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
+17 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება, იქროლებს ძლიერი ქარი.
გორში დღისით +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში + 7გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი + 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უხვი ნალექია მოსალოდნელი გუდაურში. +12 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უმეტესად წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ქარიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10გრადუსი დაფიქსირდება
კომენტარი