ეთერში "შემოფრენილი" ნაავარიევი ყვითელი ავტობუსი თბილისში
ერთი წლის წინ, ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ყვითელი ავტობუსის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის გადაბრუნებით დასრულდა. საბედნიერო, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ასეთ დროს ხდება, შემთხვევის ადგილზე გადამღები ჯგუფები მუშაობდნენ. ერთ-ერთმა გადაბრუნებული ავტობუსის ფონზე სამაშველო სამსახურის უფროსის ჩაწერა გადაწყვიტა. თემურ გიორგაძის ზურგსუკან ყვითელი ავტობუსის საბურავებზე დადგმას ცდილობდნენ. კადრში კარგად ჩანს, როგორ აძლევს მიმართულებას ერთ-ერთი მაშველი ამწის მძღოლს, როცა ტროსი წყდება, ავტობუსი ასფალტზე ეცემა და ბრუნდება ისე, რომ კამერისკენ მოიწევს... მიმართულების მანიშნებელმა მაშველმა ძლივს მოასწრო, გაცლოდა ავტობუსს, მის შემდეგ კი გიორგაძე და ჟურნალისტებიც გაიქცნენ, მაგრამ უნიკალური კადრი დარჩა, რადგან ოპერატორმა ბოლომდე უერთგულა ასეთი ექსტრემალური სიტუაციების "ოქროს წესს" - კამერა არ გამორთო...
კომენტარი