საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული 76 წლის იყო.
მისი თქმით, მამაკაცი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. ის სოფელ მუშევანიდან იყო.
„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.
სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი