გაინტერესებთ, რამდენს დაკარგავს მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრობაზე უარის თქმით?
უკვე ერთი კვირააქ, არ შეწყვეტილა სკანდალი სამეფო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი უარს აცხადებენ ტიტულზე და საზოგადოების დანარჩენი წევრებივით ჩვეულებრივ ცხოვრებას ირჩევენ, არ ჩერდება მითქმა-მოთქმა და მიზეზების ძებნა.
ყველაზე მთავარი კითხვები, რაც ხალხს დაებადა, მდგომარეობს შემდეგში - რამდენად შეძლებს ბოლო დროის ყველაზე პოპულარული წყვილი ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას? რა თანხას დაკარგავს მეგან და ჰარი მას შემდეგ, რაც ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები გახდებიან? მათ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ ცხოვრების იგივე სტანდარტი, როგორც სამეფო ოჯახში?
ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰარის მოუწევს რეზიუმეების გაგზავნა სხვადასხვა კომპანიაში, ან თუნდაც მძიმე შრომა, რათა ოჯახი გამოკვებოს, თუმცა ის კი უდავოა, რომ მან შემოსავლის წყაროზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყოს.
ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცმა ახსენა, რომ მეგანი ფილმების დუბლირებით არის დაკავებული და ეს სფერო ძალიან აინტერესებს. ჰერცოგინიამ კონტრაქტი გააფორმა "დისნეისთან" და ახლა უკვე ანიმაციურ ფილმებსაც ახმოვანებს. რა თქმა უნდა, თუ დიდ კინოში დაბრუნება გადაწყვიტა, ამჟამინდელი პოპულარობა და დიდება მის ფასს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ერთ დროს დაბალანაზღაურებადი მსახიობი მეგანი პრინცთან შეუღლებით უკვე მოთხოვნად პერსონად იქცა კინოში.
რაც შეეხება ჰარის, ის ვერც ახლა ასცდა კომიკურ სიტუაციას - "ბურგერ კინგმა" ტვიტერის საკუთარ გვერდზე პრინცს თავის რესტორანში ნახევარ განაკვეთზე დასაქმება შესთავაზა და ირონიულად დასძინა, რომ მათ სამეფოში ჰარის ადგილი მოიძებნებოდა.
დეკემბერში წყვილმა გადაწყვიტა თავიანთი ბრენდის ტანსაცმლის ხაზის გამოშვება გადაწყვიტა და ამაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
თუ კარგად შევაფასებთ სიტუაციას, მივხვდებით, რომ ჰარისა და მეგანს ფინანსური პრობლემები საერთოდ არ შეაწუხებთ, რადგან პოპულარობა საკმაოდ კარგი იარაღია იმისთვის, რომ ბევრი კომპანია დაინტერესდეს ასეთ პერსონებთან თანამშრომლობით.
კომენტარი