სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქია ახალ ნიჩბისში - ქარმა მრავალშვილიანი ოჯახის სახლს, სახურავი ახადა

სტიქია ახალ ნიჩბისში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ გვიან ღამით მაკარაშვილების
7-სულიანი ოჯახის სახლს სახურავი ახადა.

შედეგად ისინი 4 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად პრაქტიკულად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. მრავალშვილიანი ოჯახი სიღარიბის ზღვარზეა. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

„ერთადერთი თხოვნა ის გვაქვს, რომ სახლს სახურავი დაეფაროს, რომ ბავშვები წვიმაში, ქარში და უბედურებაში არ იყვნენ“ - განაცხადა ოჯახის წევრმა ქეთევან სარალაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100