სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა მუხიანში - 33 წლის მამაკაცი სროლის შედეგად დაიღუპა

თბილისში, მუხიანში, სროლის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა.

დაჭრილი თემქაზე, მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100