სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 იანვარის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ რუტინულ საქმიანობას. კარგი დღეა რომანტიკული, პარტნიორული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვების მიმართ.

კურო
დღეს პროფესიულ წარმატებასა და თანამდებობაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ოჯახური ტრადიციების დაცვა-აღდგენა იქნება.

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ რთულ საკითხებზე მუშაობა. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას - პოეზიას, მუსიკას. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

კირჩხიბი
კარგი დღეა ახლობლებისთვის სიურპრიზის დასაგეგმავად, საჩუქრების შესარჩევად. საქმიანი ურთიერთობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ მოსაუბრის შემოთავაზებებს.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას და ნაკლები - ვალდებულებებს. გააუმჯობესეთ რომანტიკული ურთიერთობები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
გამოავლინეთ თქვენი ნიჭი ფოტოგრაფიაში, მხატვრობაში, ვებ-დიზაინში. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის კოლეგასთან.

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შესაძლოა თქვენთვის უჩვეულო სიტუაციაში მოხვდეთ, ყურადღებით იყავით.

მორიელი
მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან. ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი
სასიყვარულო და შემოქმედებითი განწყობა სამსახურის საქმეების მოგვარებაში შეგიშლით ხელს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ მეგობრებთან.

თხის რქა
მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. გამოამჟღავნეთ თქვენი ნიჭი რეჟისურაში, ფოტო და კინოსფეროში, ვებ-დიზაინში.

მერწყული
ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნეთ მოვლენებისადმი. ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების კამათში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
მეტად დაისვენეთ, ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს, სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრა. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100