სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროფესიული სტაჟირება ესპანეთში

თამარ დუმბაძე სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გადის ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში საზღვაო ინდუსტრიულ კომპანიაში “GARCIA CAMARA SL” კომერციულ საკითხებში ასისტენტის პოზიციაზე. თამარ დუმბაძე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.
თამარ დუმბაძე: „ბაკალავრიატში სწავლის პირველივე წელს მუშაობა დავიწყე სტუდიაში აღმზრდელ მასწალებლად, შემდეგ სკოლაში და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო საქმიანობა, რისი კეთებაც მინდოდა. ბავშვებთან ერთად ვგეგმავდი სხვადასხვა აქტივობებს, კონფერენციებს, პროექტებს, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა ვიდრე ვაკეთებდი. 2014 წელს გავხდი „აისეკის“ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული. ამჟამად ვარ ამ პროექტების ვიცე პრეზიდენტი და ვეხმარები სხვებს გამოცდილების მიღებაში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ მჭირდება შესაძლებლობების გაფართოება, მრავალკულტურულ გარემოში მუშაობა, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა, განმტკიცება. სწორედ ამ მიზნით მივიღე მონაწილეობა სამინისტროს უცხოეთის სტაჟირების ქვეპროგრამაში და ვფიქრობ უცხოეთში მიღებული გამოცდილება დამეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში, საშუალება მომეცემა თავი გამოვცადო ახალ სამუშაო გარემოში“.
სამინისტრო აჭარის რეგიონიდან ყოველწლიურად აგზავნის 8 ახალგაზრდას ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებში პროფესიული სტაჟირების გასავლელად.
უცხოეთში სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.№4.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100