ბიზნეს კაფეს მეორე შეხვედრა
25 ნოემბერს საკონსულტაციო კომპანია ინსორსმა პაშა ბანკის მხარდაჭერით პროექტი „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში უკვე მეორე შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენსაქართველოს წამყვანი ბიზნესების უმაღლესი რგოლის მენეჯერები. ბიზნესკაფესმეორეშეხვედრასუძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც სტუმრებს განსახილველ თემად ორგანიზაციული კულტურა შესთავაზა და საღამო გამორჩეულად ინტერაქტიულად წარმართა.
პროექტისმიზანია ქართულ ბიზნესის უმაღლესი რგოლის მენეჯერების პერიოდული შეხვედრა გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით. მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს საკუთარი ორგანიზაციული კულტურის მაგალითები, იმსჯელეს მის მნიშვნელობასა და განვითარების გზებზე.
ბიზნეს კაფეს შეხვედრები უკვე საკმაოდ მაღალი დაინტერესებით სარგებლობს საქართველოში მოქმედი მსხვილი და წარმატებული კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებს შორის. მომავალ წელს ბიზნეს კაფეს შეხვედრები გაგრძელდება და კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მის სტუმრებს.
„პაშა ბანკი ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს ბიზნეს სექტორში პროფესიული ზრდისკენ მიმართულ პროექტებს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ჩავრთულიყავით ამ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაში,“ განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშაბა ნკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.
პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.
კომენტარი