ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი: 9 წელი დედაჩემს არ ვიცნობდი!
როგორც ჩანს ნანუკა ჟორჟოლიანი კარიერის დასაწყისში იმდენად დაკავებული იყო, რომ შვილისთვის დრო არ ჰქონდა და მარიამმა ეს პერიოდი გუშინ საღამოს ხუმრობით გაიხსენა. ამ საუბრის დეტალები ნანუკა ჟორჟოლიანმა მეგობრებს გაუზიარა.
„როგორც ყოველთვის, დღესაც, დაძინების წინ მე და მარიამი ერთმანეთს დღის დეტალებს ვუყვებით:) ეს ტრადიცია თითქმის არ ირღვევა და საკმაოდ ემოციური დიალოგის ბოლოს ვეუბნები: საბა მეცოდება დეთქო. პაუზის შემდეგ მეკითხება რატოო? და მე უკვე ძალიან გულაჩუყებული ვეუბნები თითქმის ვერ ვნახულობთქო და ყოველგვარი პაუზის გარეშე მპასუხობს: არაუშავს დე, მე 9 წელი საერთოდ "არ გიცნობდიო" :))))))) ეგოიიისტ“ - წერს ნანუკა ფესიბუქზე
კომენტარი