საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს ეწვია
დაიწყო საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი აჰმედ ჩავუშოღლუ, ანკარას მერი და გუბერნატორი დახვდნენ.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება. ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრია მიწვეული.
კომენტარი