ქართველი ქალების კუმირმა განაცხადა, რომ გეია
სერიალ გაქცევის ვარსკვლავი ვენფორტ მილერი სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე სტუმრის სახით მიიწვიეს, თუმცა მსახიობმა უარი განაცხადა.
„დიდი მადლობა მოწვევისთვის, როგორც ადამიანი, რომელიც ნამყოფი ვარ რუსეთში და მაქვს რუსული ფესვები მე სიამოვნებით დავესწრებოდი თქვენს ფესტივალს, მაგრამ ვერ ჩამოვალ, რადგან მე გეი ვარ“ - ეს გახლდათ ვენფორტ მილერის წერილობითი პასუხი.
მსახიობმა ასევე განმარტა, რომ ძალზედ შეშფოთებულია იმით თუ როგორ ექცევა რუსეთის ხელისუფლება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს და არ მოსწონს, რომ ქვეყანაში გეი-აღლუმები აიკრძალა.
კომენტარი