სალვადორ დალის რუსი მეუღლე გალა და მისი შთამაგონებელი გარყვნილებანი
30 წლის წინ გარდაიცვალა სამყაროს ერთი ყველაზე უფრო იდუმალებით მოცული ქალბატონი, გენიალური მხატვრის - სალვადორ დალის მეუღლე - გალა დალი, იგივე ელენა დიაკონოვა. ეს იყო ქალი, რომელიც იწვევდა მამაკაცებში ზღვარდაუდებელ ვნებას, არ ცნობდა ერთგულებას, ვერ ჰგუობდა საზღვრებს სხეულებრივ განცხრომაში და არ იცოდა, რა იყო სირცხვილი.
თავისი რუსი მუზა დალიმ გაიცნო 1929 წელს, როდესაც იგი 25 წლისა იყო, ხოლო მისი მომავალი მეუღლე 10 წლით უფროსი გახლდათ მასზე. 1894 წელს ყაზანში დაბადებული ეროვნებით რუსი ელენა დიაკონოვა მოგვიანებით საფრანგეთში „გალად" იქცა და ამ სახელით გახდა ცნობილი მთელი ელიტარული სამყაროსათვის. „გალა" ფრანგულად „დღესასწაულს" ნიშნავს და ის ჭეშმარიტ შთაგონების დღესასწაულად იქცა სალვადორ დალისათვის, მის მთავარ მოდელად.
მაგრამ დალიმდე გალა კიდევ ერთი დიდი შემოქმედის, ფრანგი პოეტის, პოლ ელუარის შთაგონების წყარო იყო. მათ ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს და ვნებიანი რომანი 1917 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. გალას ფროიდისტულ მიმართვებში ჯერ კიდევ ქორწინებამდე ჟღერდა დედობრივი საწყისი მომავალი საქმროსადმი: „ჩემო ძვირფასო ბიჭუნა!"-ასე სწერდა თავის წერილებში. მომავალშიც გალას ყოველთვის თავისზე გაცილებით ახალგაზრდა საყვარლები ჰყავდა. იგი მათ ერთდროულად საყვარლობასაც უწევდა და დედის მაგივრობასაც - ზრუნვით, დარიგებით, მატერიალური დახმარებით.
გათხოვებამდე გალა ქალიშვილობას ინარჩუნებდა, მაგრამ 23 წლის ასაკში უბიწობის დაკარგვის შემდეგ, ელუარის ხორცშესხმულმა მუზამ სულმთლად აუშვა აღვირი გარყვნილებისაკენ საკუთარ მიდრეკილებებს. პოლთან თავიდანვე მოილაპარაკეს - ერთგულებაზე ტაბუ ჰქონოდათ დადებული. მათი ურთიერთობა გარყვნილებით იყო გაცისკროვნებული, ხოლო სამიჯნურო თავგადასავლებს აღფრთოვანებით უწონებდნენ ერთმანეთს. „გააკეთე ისე, რომ მიახვედრო მაგ კაცს - მე მსურს შენ დაგეუფლო მასთან ერთად, როგორც მოლაპარაკებულნი ვიყავით" - წერდა ელუარი ცოლს, როდესაც ახალი ინტრიგის შესახებ გაიგებდა ხოლმე.
არც პოლი რჩებოდა ვალში და აუცილებლად აუწყებდა ცოლს: „ძვირფასო გალა, მე აქ სექსით ძალიან ვარ დაკავებული, მეტისმეტად. მაგრამ რას არ მივცემდი ახლა, შენთან ერთი ღამის გატარებისთვის!" სხვა წერილში იგი სთხოვს გალას, არ ჩამოვიდეს მასთან მენსტრუაციის პერიოდში, რათა არ შეეზღუდოთ ურთიერთსიამოვნების განცდა. ხოლო, რაც შეეხება სიამოვნების მწვერვალს, მათთვის ეს იყო ურთიერთმასტურბაცია. მეუღლეები მიდიოდნენ ყველა სახის ექსპერიმენტზე, მწვავე შეგრძნებების განსაცდელად. მაგალითად, მათ საწოლში დიდი ხნით იყო დამკვიდრებული მხატვარი მაქს ერნსტი. წლების შემდეგ გალა ნოსტალგიით იგონებდა ამ შესანიშნავ „სამეულის ქორწინებას" და სინანულს გამოთქვამდა, რომ ზოგიერთი „ანატომიური თავისებურებანი" არ აძლევდა მას ორ მამაკაცთან ერთდროული თანაბარფასეული კონტაქტის საშუალებას.
პოლ ელუარს ძალიან უყვარდა გალას შიშვლად ფოტოგრაფირება - ამ ფოტოებს ის უჩვენებდა მეგობრებს. მას სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც ხედავდა, როგორ აწკლაპუნებდნენ ტუჩებს მამაკაცები, მისი ცოლის ინტიმური ადგილების თვალიერებისას; თავისდა ჭირად, თუ თავისდა საბედნიეროდ, ერთხელ ეს ფოტო აჩვენა სალვადორ დალისაც. ბარძაყების სრულყოფილი კონტური, მომრგვალებული დუნდულები, მოქნილი წელი და პატარა მკერდი - ეს იყო ახალგაზრდა მხატვრის იდეალი. ასეთ ფორმებს ის „ტკბილს" უწოდებდა. ქალი, რომელიც მან ნახა, აღმოჩნდა მისი სიზმრების ხორცშესხმა. ელუარმა შენიშნა დალის გარეტება, მაგრამ ამან უფრო აღაგზნო იგი - აკი პოლი განსაკუთრებულ სიამოვნებას პოულობდა სხვა მამაკაცებთან ცოლის გაზიარებაში. როდესაც ელუარი უჩვენებდა დალის გალას პორტრეტს, რაკი იცოდა, რომ გალა მასში აღძრავდა ინტიმურ გრძნობებს, წინასწარ ვარაუდობდა, რომ გაიყოფდა სარეცელს ცოლსა და გენიალურ მხატვართან ერთდროულად.
გალა გულახდილად აღიარებდა, რომ ელუარი გამუდმებით ესაუბრებოდა მომხიბლავ დალიზე, რითაც ჯერ კიდევ გაცნობამდე უბიძგებდა მასთან ხვევნა-კოცნისკენ.
„გალას ნახვის შემდგომ დალი სასწაულებრივად შეიცვალა - იგონებდა ესპანელი რეჟისორი ლუის ბენუელი - ის ერთთავად გალაზე ლაპარაკობდა, მის ყოველ სიტყვას იმეორებდა". ბენუელის სიტყვებით, „მხატვარი მოჯადოებული იყო ქალით და დადიოდა, როგორც შეშლილი»
თავის 25 წლის ასაკში, 10 წლით თავისზე დიდი მანდილოსნის გაცნობის ჟამს, სალვადორ დალის ჯერ კიდევ არ განეცადა მდედრთან ინტიმი. მისივე აღიარებით, ის მუდმივად ეროტიკულად ფრუსტრირებულ მდგომარეობაში იყო. ერთადერთ გამოსავალს პოულობდა მასტურბაციაში. და აი, მას ცხოვრების გზაზე შეეყარა ქალი - იმდენადვე ურცხვი, რამდენადაც თავად იყო მორცხვი. მან უზომოდ ბედნიერად იგრძნო თავი, როდესაც გაიგო, რომ გალასაც მეტისმეტად ყვარებოდა მასტურბაცია.
ახალგაზრდა გენიოსი სწორედ რომ დროულად მოხვდა გალას მხედველობის არეში. მისი მეუღლის, მამისაგან დანატოვარი ქონება უკვე განიავებული იყო. უფულობა გალაზე დამთრგუნველად მოქმედებდა. და აი მას ხელში ჩაუვარდა ახალგაზრდა, გენიალური, პერსპექტიული მხატვარი.
სალვადორი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ახალი საყვარლით - გალა ეხმარებოდა მას ონანიზმის ტექნიკის სრულყოფაში, რაც უიოლებდა ეაკულაციის მიღწევას. და ამ აღფრთოვანებამ გამოხატულება ჰპოვა მრავალ მის ნამუშევარში.
გალა ქმარს გაშორდა და დალისთან გაატარა 40 წელზე მეტი. მის ცოლობასთან ერთად, ცხადია, მას თავისი ცხოვრების ნირი არ შეუცვლია. 70 წლის ასაკშიც კი იგი სასიყვარულო ისტორიებში იყო გახვეული და, რაც უფრო ბერდებოდა, მით უფრო სწვავდა სექსის სურვილი. გალა აცდუნებდა ყველას, ვინც კი ცხოვრების გზაზე წინ უხვდებოდა. იგი ირწმუნებოდა, რომ სალვადორისთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თითოეული მათგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა; დალიც არ უარყოფდა გალას მტკიცებებს.
„მე ნებას ვრთავ გალას, ჰყავდეს იმდენი საყვარელი, რამდენიც მოესურვება" - ამბობდა ის -„ვაქეზებ კიდეც, რადგან მე ეს აღმაგზნებს".
გალა თავის ახალგაზრდა საყვარლებს სარეცელის ფასად ჩუქნიდა დალის ნამუშევრებს, ყიდულობდა მათთვის სახლებს და ავტომობილებს. არც დალი იჯდა უქმად - შემოქმედებით შთაგონებას იღებდა ნორჩი ლამაზმანების საზოგადოებაში.
1968 წელს მხატვარმა ცოლისთვის იყიდა ციხე-სიმაგრე. თუმცა, გალამ აუკრძალა მას, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე სტუმრობა. გალამ 88 წელი იცოცხლა. ბოლო წლებში დააკლდა მას სასიყვარულო თავგადასავლები; ალბათ ამიტომ იყო, ბოლო წლებში იგი ამბობდა, რომ სიკვდილის დღე მისთვის ყველაზე ბედნიერი დღე იქნებოდა!
კომენტარი